საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი „იბერია“ და „დილა“ დაუპირისპირდნენ
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი „იბერია“ და „დილა“ დაუპირისპირდნენ. ტურის წინ გორელები კონკურენტს სამი ქულით უსწრებდნენ, მაგრამ ახლა მათ შორის ქულებში თანაფარდობაა, რადგან „იბერიამ“ 2-1 გაიმარჯვა. მე-13 წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გოლით თბილისის გუნდი დაწინაურდა, ტაიმის მიწურულს კი დეო ბასინგამ ავტოგოლი მიითვალა და იბერიას უპირატესობა გაიზარდა.
