ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს თურქეთის ტერიტორიიდან ერაყში გადაიყვანენ
ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს თურქეთის ტერიტორიიდან ერაყში გადაიყვანენ. როგორც ქურთისტანის თემთა კავშირის წარმომადგენელმა განმარტა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს შეტაკებებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებას. თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
