დონალდ ტრამპმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის შემდეგ კუალა ლუმპური დატოვა და ტოკიოში გაემგზავრა
დონალდ ტრამპმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის შემდეგ კუალა ლუმპური დატოვა და ტოკიოში გაემგზავრა. თეთრი სახლის ლიდერი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, შეხვდება. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ტრამპი იაპონიის მთავრობაზე ზემოქმედებას შეეცდება, რათა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები გაზარდოს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის მილიარდობით დოლარის ახალი ინვესტიციები უზრუნველყოს.
