ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტის უკანონო პრივატიზების ფაქტებზე პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. საქმის შესწავლა გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ უწყება გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
