საფრანგეთის ტოპ 14-ის მერვე ტურში „ლა როშელის“ მორაგბემ დავით ნინიაშვილმა თავის ყოფილ გუნდს, „ლიონს“ ლელო გაუტანა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მერვე ტურში „ლა როშელის“ მორაგბემ დავით ნინიაშვილმა თავის ყოფილ გუნდს, „ლიონს“ ლელო გაუტანა. ქართველის გუნდმა 36-19 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი მე-18 წუთზე დაამიწა და იმ დროისთვის ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 12-7 გახადა. ნინიაშვილის გარდა „ლა როშელის“ რიგებში ალექსანდრე ქუნთელიამ და ნიკა სუთიძემ ითამაშეს, „ლიონის“ კაპიტანი კი ბექა საღინაძე იყო.
