ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ მიმდინარეობს
ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ მიმდინარეობს. დღესასწაული ახლადრეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო და ნინოშვილის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა. მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცეები და საგამოფენო კუთხეები. მოეწყო პერფორმანსები და ფლეშმობები, ქალაქის სპორტული სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების სპორტული აქტივობები, გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და ჯგუფ „ურსას“ კონცერტი დაასრულებს.
