ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს
ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სამართალდამცველებმა შარლ დე გოლის აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა. ძარცვა მუზეუმში 19 ოქტომბრის დილას მოხდა. მძარცველებმა 88 მილიონი ევროს ღირებულების ექსპონატები გაიტაცეს.
