ჩინეთი გერმანიისგან იშვიათი ლითონების ექსპორტის სანაცვლოდ სამრეწველო საიდუმლოებზე წვდომას იღებს
ჩინეთი გერმანიისგან იშვიათი ლითონების ექსპორტის სანაცვლოდ სამრეწველო საიდუმლოებზე წვდომას იღებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გერმანია ჩინეთიდან იღებს თავისი იშვიათი ელემენტების 95%-ს რაც აუცილებელია ელექტროპროდუქციის, ავტომობილების, იარაღისა და სხვა ტექნოლოგიების წარმოებისთვის. იმპორტის ლიცენზიის მისაღებად კი გერმანული კომპანიები ვალდებულნი არიან, ჩინეთს დეტალური და კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდონ, მათ შორის, წარმოების დიაგრამები, პროდუქტის ფოტოები, მომხმარებელთა სიები და წლიური წარმოების მოცულობა.
