სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სქემებში, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ითვალისწინებს
სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სქემებში, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში უკრაინის დასახმარებლად სხვადასხვა გეგმებზე მუშაობენ, თუმცა ბრატისლავა არცერთ სქემაში არ იქნება ჩართული, რომელიც უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს.
