16 წლის გოგოს გაუპატიურების მიუხედავად, შვედეთიდან ერიტრეელი მიგრანტის დეპორტაცია არ მოხდება
16 წლის გოგოს გაუპატიურების მიუხედავად, შვედეთიდან ერიტრეელი მიგრანტის დეპორტაცია არ მოხდება. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება. რომლის დასკვნით, გაუპატიურება საკმარისად დიდხანს არ გრძელდებოდა და შესაბამისად, ის მძიმე დანაშაულის კატეგორიას არ მიაკუთვნეს. 18 წლის მოძალადეს, იაზიედ მოჰამედს კი თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯეს და ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, უმცროსი დონალდ ტრამპი. თეთრი სახლის ლიდერის ვაჟი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანები უნდა გამოფხიზლდნენ, რადგანაც კაცობრიობა გადაშენების პირასაა. შეფასებები კეთდება ქართულ საპარლამენტო ოპოზიციაში.
