შვედ დეპუტატს, რომელიც საქართველოში რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებებში ამხელს მმართველი გუნდი
შვედ დეპუტატს, რომელიც საქართველოში რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებებში ამხელს მმართველი გუნდი. მანამდე ერიკ ოტოსონის ვიდეომიმართვა Facebook-ში შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების დახმობისკენ მორიგი მოწოდება დაარქვა. შალვა პაპუაშვილი იხსენებს, რომ რადიკალების მხარდამჭერი შვედი დეპუტატი იგივეს აკეთებდა შარშან, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა. ძალადობისკენ მოწოდების გამო კი შვედეთის ხელისუფლებას ბოდიში არ მოუხდია. ერიკ ოტოსონმა ვიდეო ოპოზიციის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების წლისთავს მიუძღვნა და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რადიკალებისთვის ნათქვამ უარს, დემოკრატიის დაკარგვა უწოდა.
