პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა
მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა პოლიციამ. მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
