სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას, საერთაშორისო მედია ეხმიანება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას, საერთაშორისო მედია ეხმიანება. როიტერის, სიბისის, ალ ჯაზირას, ალ არაბიას პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი ბირთვული მასალების უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის ნაწილიც საქართველო იყო. მოყვანილია ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტიც, რაზეც საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ.
