ურანის უკანონო შეძენის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის 3 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ურანის უკანონო შეძენის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის 3 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ნაკლებად მკაცრ აღკვეთას ითხოვდა. სასამართლომ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ანტიტერორისტული ოპერაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. დაკავებულები, თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას გეგმავდნენ, შემდეგ კი მის უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში რუსეთის გავლით.
