ჩინეთში გამართული ფიგურული ციგურაობის გრან-პრის გამარჯვებული ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გახდა
ჩინეთში გამართული ფიგურული ციგურაობის გრან-პრის გამარჯვებული ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გახდა. ქართულმა დუეტმა ორი პროგრამის ჯამში 217.24 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ვერცხლი იტალიელებმა, ხოლო ბრინჯაო ჩინელებმა დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ მეტელკინა-ბერულავას წყვილმა სპორტული წყვილების მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 139.47 ქულა დაიმსახურა. ამავე ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა მე-4 ადგილზე გავიდა.
