„მუსიკალური ბათუმი ათენში“
„მუსიკალური ბათუმი ათენში“ - საბერძნეთში, „მარია კალასის“ ოლიმპიურ დარბაზში ქართული გალა კონცერტი გაიმართა. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით და სოლისტებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გალა კონცერტი გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა.
