ტაილანდმა და კამბოჯამ სამშვიდობო შეთანხმება დადეს
ტაილანდმა და კამბოჯამ სამშვიდობო შეთანხმება დადეს. ცერემონია კუალა-ლუმპურში, სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში შედგა. ხელმოწერის ცერემონიალს დონალდ ტრამპიც დაესწრო. ტაილანდსა და კამბოჯას საზღვარზე შეტაკებები 24 ივლისს დაიწყო და შეერთებული შტატების, ჩინეთისა და მალაიზიის შუამავლობით 5 დღეში დასრულდა. სამშვიდობო პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის კამბოჯამ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა.
