კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. გივი მიქანაძემ განათლებული თაობების აღზრდის საქმეში უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობას და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერას, მისი თქმით, განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, სწორედ ამიტომ, განათლების სისტემის რეფორმა და მისი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
