აქციის მონაწილეებმა გუშინ ისევ დაარღვიეს კანონი და სიმცირის მიუხედავად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი
აქციის მონაწილეებმა გუშინ ისევ დაარღვიეს კანონი და სიმცირის მიუხედავად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. პოლიციამ შეკრებილები ჯერ გააფრთხილა შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა. რუსთაველზე ავტომობილების გამოჩენამ პროტესტის მონაწილეები გააღიზიანა, რის გამოც გამვლელებს დაუპირისპირდნენ. ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, პოლიციამ აქციის 60 მონაწილე დააკავა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იმის მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
