მორიგი მოწოდება ხელისუფლების დამხობისა და მაიდნის მოწობისკენ
მორიგი მოწოდება ხელისუფლების დამხობისა და მაიდნის მოწობისკენ. ასე აფასებს, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვას, პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი იხსნებს, რომ ერიკ ოტოსონი იგივეს აკეთებდა შარშან, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა. ძალადობისკენ მოწოდების გამო კი მაშინ შვედეთის ხელისუფლებას ბოდიში არ მოუხდია. შვედმა დეპუტატმა ვიდეო, ოპოზიციის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების წლისთავს მიუძღვნა და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რადიკალებისთვის ნათქვამ უარს, დემოკრატიის დაკარგვა უწოდა.
