პოლიციამ კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო
კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია - პოლიციამ კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, რომელიც ბრალდებულებს მისაქციელში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ მოწყობილი. ამოღებულია „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „კლეფედრონი“, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. დაკავებულია ორი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
