„არა ნარკოტიკს“ - კამპანიის ფარგლებში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ მინი ფეხბურთის ფინალური ჩემპიონატი გამართა
„არა ნარკოტიკს“ - კამპანიის ფარგლებში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ მინი ფეხბურთის ფინალური ჩემპიონატი გამართა, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით ათი ათასამდე მონაწილე იყო ჩართული. ტურნირში ერთმანეთს 10 რეგიონისა და თბილისის გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდა, პირველი ადგილის მფლობელი კი, თბილისის გუნდი გახდა. ფინალური მატჩი ზურაბ გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც ახალციხის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი იყო. მინი ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტეტის ჩართულობით განხორციელდა.
