თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალიზე, ჟიურიმ გამარჯვებულები 12 ქვეყნის, 17 კინოსკოლის, 25 ფილმიდან შემდგარი საკონკურსო პროგრამიდან გამოავლინა. მათ მიღებული ფულადი ჯილდო, ფილმის პროექტის განვითარებისთვის უნდა გამოიყენონ. ფესტივალის ორგანიზატორი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია. მხარდამჭერები კი კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
