ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა
ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა. 68 წლის კონოლიმ ამომრჩეველთა ხმების 63% მიიღო. მას გამარჯვება უკვე მიულოცა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა. ცნობისთვის, კეტრინ კონოლი ირლანდიის პარლამენტში პროპალესტინური განცხადებებით იყო გამორჩეული. ირლანდიაში პრეზიდენტის პოსტი ცერემონიალურია, თუმცა ადგილობრივმა მედიამ კონოლის გამარჯვება მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის სერიოზულ მარცხად შეაფასა.
