რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში
რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში. დედაქალაქის ადმინისტრაცია 26 დაშავებულის შესახებ იტყობინება. მათ შორის 6 ბავშვია. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
