ასევე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა პოლიციამ აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ასევე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა პოლიციამ აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
