პოლიციამ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა პოლიციამ ბათუმში, რომელიც ძარცვის, ქურდობის და მუქარით ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა თურქეთში. ახლა, კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
