დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ დაკავებული ჩინეთის 3 მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე
დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ დაკავებული ჩინეთის 3 მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 ათას დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.
