სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უმასპინძლა. მამუკა მდინარაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების საშუალებებზე. აღინიშნა ორმხრივი კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების საქმეში. ასევე სომეხ კოლეგას, საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
