რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვა
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვა, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მორიგი მოწოდებაა ხელისუფლების დამხობისკენ, ისე როგორც ამას ერიკ ოტოსონი შარშან აკეთებდა, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა. ძალადობისკენ მოწოდების გამო კი მაშინ შვედეთის ხელისუფლებას ბოდიში არ მოუხდია. შვედმა დეპუტატმა ვიდეო, ოპოზიციის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების წლისთავს მიუძღვნა და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რადიკალებისთვის ნათქვამ უარს, დემოკრატიის დაკარგვას უწოდებს.
