ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი
თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. დაძაბული ორთაბრძოლები და გამორჩეული ფალავნები - ოლიმპიურ სასახლეში გამარჯვებისთვის ადგილობრივ სპორტსმენებთან ერთად მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის. ტურნირის გახსნას კი ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტის სახით სპეციალური სტუმარი ჰყავდა. ბილალ ერდოღანი ღონისძიებას სპორტის მინისტრთან ერთად დაესწრო. სადებიუტო პლანეტის პირველობა წარმატებით მიმდინარეობს და ჩემპიონის ვინაობა ცნობილი სულ მალე გახდება
