ჩაშლილი მოლაპარაკება
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჩაშლილი შეხვედრის მიუხედავად, მოსკოვი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას ცდილობს. ამ მიზნით შეერთებულ შტატებში კრემლის სპეც წარმომადგენელი ჩავიდა. კირილ დმიტრიევი დღეს სტივ უიტკოფს შეხვდება, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებთან ერთად საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკება იქნება. შეხვედრამდე რუსეთის წარმომადგენელი ადგილობრივ მედიას ესაუბრა და ტრამპი -პუტინის შეხვედრის, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში ევროპა და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა. სანამ რუსეთი შტატებთან მოლაპარაკებისთვის გზებს კვალავს, დონალდ ტრამპი აზიაში 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინელ კოლეგასთან რუსეთთან დახმარების საკითხზე სასაუბროდ შესახვედრად ემზადება
