კანონის გამკაცრება - ორმაგი სტანდარტი
ორმაგი სტანდარტიდან უსტანდარტობამდე, ასეთია მმართველი პარტიის შეფასება იმ ფაქტზე, რომ ფარას კანონის გამკაცრებას, საქართველოში გამჭვირვალობის კრიტიკოსი სენატორი ჯიმ რიში ლობირებს. სენატორ რიშის განცხადებებს ქართული საზოგადოება კარგა ხანია იცნობს, მაგრამ ამჯერად ის საკუთარ ქვეყანაში იმ კანონის და ზომების გამკაცრების მომხრეა, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არ იშურებდა. ფარა ამერიკის ფედერალური კანონია, რომელიც, უცხო ქვეყნების მთავრობების, პოლიტიკური პარტიების ან სხვა უცხოური სუბიექტების ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს საჯარო გახადონ თავიანთი საქმიანობა
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
