ანდრია ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. სასამართლო პროცესი კი მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე 400 ათასიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ანდრია ლილუაშვილს, რომელიც სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირია, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
