შეერთებული შტატები კრემლის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
შეერთებული შტატები კრემლის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, ცნობას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვები სანავთობო კომპანიების შემდეგ რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორის წინააღმდეგ იქნება მიმართული. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით იმასაც წერს რომ ახალი სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ პუტინი ომის დასრულების გადადებას გააგრძელებს. გამოცემა ასევე წერს რომ ვაშინგტონში აქტიურად განიხილავენ უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების გამოყენების საკითხიც
