თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომა დახურულია. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას იშუამდგომლებს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს. ანდრია ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია
