ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა. საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა. ბილალ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ის საქართველოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მოწვევით, ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფება. ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან
