ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა
ფრენბურთში, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა. გათამაშება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან გოგონათა 8 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე თამაშები რეგიონებში ჩატარდა. ფინალური მატჩების შედეგად კი საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონობა გუნდმა “ჯიკომ” მოახერხა, რომელმაც “ბათუმს” აჯობა. სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფიდან შეირჩევა 18 წლამდე ასაკის საქართველოს ნაკრები, რომელიც მომავალში მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიიღებს
