პალესტინური ფრაქციები, მათ შორი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი”, თანხმობას აცხადებენ, ღაზის სექტორში მმართველობა ტექნოკრატების კომიტეტს გადასცენ
პალესტინური ფრაქციები, მათ შორი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი”, თანხმობას აცხადებენ, ღაზის სექტორში მმართველობა ტექნოკრატების კომიტეტს გადასცენ. შეთანხმებას პალესტინური ძალების წარმომადგენლებს შორის კაიროში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დამოუკიდებელი ტექნოკრატებისგან შემდგარი დროებითი პალესტინური კომიტეტი“ საბაზისო სერვისების შესრულებას და არაბ ძმებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინური ფრაქციები „გამოწვევებთან გასამკლავებლად საერთო პოზიციის შემუშავებაზე”იმუშავებენ. ეგვიპტეში გამართულ შეხვედრაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მეორე ფაზა განიხილეს
