რუსთავში, ჭყონდიდელის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ერთდროულად სამ ქუჩაზე მიმდინარეობს
რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში გზა ერთდროულად 3 ქუჩაზე ეწყობა. ბეტონის საფარი მცხეთის და სამშვილდის ქუჩების ძირითად ნაწილში უკვე დაგებულია, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიტროპოლიტ სერგის სახელობის ქუჩაზეც. პარალელურად, წყლის და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებს კომპანია ,,ჯი ვი პი". პროექტი რუსთავის მერიამ, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიწყო. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ლარია
