11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს
სამხედრო სამსახურში 11 თვით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს. წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებიდან ოჯახის წევრებმა გააცილეს. ნებაყოფლობით რეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება გაიარეს. წვევამდელები, საწყის საბრძოლო მომზადებას, ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში გაივლიან. ის ვინ ნებაყოფლობით დარეგისტრირდა, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს. მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან სწავლის დაფინანსება მიიღონ
