„რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ - განათლების მინისტრმა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის‘‘ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
„რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ - განათლების, მინისტრმა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის‘‘ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ პროექტში ჩართულებს მადლობა გადაუხადა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც აღნიშნა, სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს უწყობს რეგიონული ტურები, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებს ეძლევათ საშუალება, გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ ღირებული გამოცდილება. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა. პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ კი 2016 წლიდან წელიწადში სამჯერ ხორციელდება
