აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა. ყურადღება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვას დაეთმო, რომელშიც იგი დეკლარაციის წევრი ქვეყნების და რწმენის, ოჯახისა და თავისუფლების ფასეულობებისადმი ერთგულებას მიესალმა. ამერიკულმა მხარემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სახელზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და განმტკიცებისთვის დაწესებული ჯილდო გადასცა. ღონისძიების ფარგლებში, თამარ ტალიაშვილი ღონისძიების საპატიო მონაწილეებს შეხვდა
