თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების დირექტორებსა და ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა
თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების დირექტორებსა და ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა. მათ ნათია თურნავამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო ბაზარი და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სამიტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი სწორედ ინვესტორებთან ურთიერთობა იყო. „თბილისის ფინანსური სამიტმა“ თავი მოუყარა რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ინვესტორებს, რომელთაც მრავალმილიარდიანი პორტფელები აქვთ
