ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა პოლიციამ ბათუმში
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა პოლიციამ ბათუმში. მათგან ორი, განზრახ მკვლელობის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ერთი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. ახლა, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
