თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა, ბორჯომის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.რომლებსაც სპეციალური პრიზები, საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ. 6-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მოსმენები სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით ოთხ კატეგორიაში გაიმართა. კონკურსში ქართველი შემსრულებლების გარდა, მონაწილეობდნენ პიანისტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა"და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა
