შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიაში სანაპირო დაცვის ბაზაზე შტურმის მცდელობის ფაქტის გამოძიება დაიწყო
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიაში სანაპირო დაცვის ბაზაზე შტურმის მცდელობის ფაქტის გამოძიება დაიწყო. ინციდენტი სან ფრანცისკოში მოხდა, ადგილობრივებმა, ბაზაზე 100 ზე მეტი ფედერალური აგენტის ჩასვლა გააპროტესტეს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებით საიმიგრაციო კანონის მოქმედების გასაკონტროლებლად გაიგზავნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან ბაზაზე შეჭრის მცდელობას სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი სროლით უპასუხეს
