ბრიტანეთში დაჯგუფება დააპატიმრეს, რომელმაც „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინა
ბრიტანეთში დაჯგუფება დააპატიმრეს, რომელმაც „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა „ვაგნერის“ დაკვეთით განხორციელდა, კერძო სამხედრო კომპანიის, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ზიანი მოიტანა. დაჯგუფების ექვსი წევრი შპიონაჟის, ტერორისტული დანაშაულისა და ცეცხლის გაჩენისთვის დამნაშავეებად იყვნენ ცნობილი. ასევე დადგენილია, რომ დაჯგუფება ლონდონის ცენტრში - მეიფეირის უბანში - გეგმავდა რესტორნისა და ღვინის მაღაზიისთვის ცეცხლის გაჩენას, და მფლობელის - შეძლებული რუსი დისიდენტის, ევგენი ჩიჩვარკინის, გატაცებას
