პოლიციამ 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა და 5 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა და 5 მოქალაქე დააკავა. მოპარული ნივთების ნაწილი, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინები დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთები, ელექტრომოწყობილობები და სხვადასხვა ოდენობის თანხა მოიპარეს. დანაშაულები ითვალისწინებს 7 წლამდე პატიმრობას
