ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 მოქალაქე დააკავეს აჭარაში
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1 მოქალაქე დააკავეს ასევე აჭარაში. კონკრეტულად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ". ხოლო, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ასევე ამოღებულია 5 ადგილზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
